რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავა. ინფორმაციას გამოცემა Reuters 5 სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავარაუდოდ პუტინი ჩინეთში მაისში ჩავა და პრეზიდენტად კიდევ 6 წლით არჩევის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი იქნება.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს.
ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.
Reuters წერს, რომ პუტინი ჩინეთში მაისის მეორე ნახევარში ჩავა, რადგან რუსეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.
