ჯო ბაიდენი – ბენიამინ ნეთანიაჰუს ვთხოვე, გამოაგზავნოს გუნდი ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშე

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრე, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელ უფლება აქვს განახორციელოს „ჰამასისი“ დევნა, რომელიც პასუხისმგებელია „ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“.
„მე გავიმეორე, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, როგორც მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ნაწილი, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება, რათა მძევლები მივიღოთ სახლში და გავზარდოთ დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მე ვთხოვე პრემიერ-მინისტრს, გამოაგზავნოს გუნდი ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გარეშე“, – აცხადებს ბაიდენი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი