ვლადიპერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები „სამშობლოში დაბრუნდა“

ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ ს მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები სამშობლოში „დაბრუნდა“.
„რაც შეეხება ნოვოროსიას, რაც შეეხება დონბასს, იქ მცხოვრებმა ხალხმა მშობლიურ ოჯახში დაბრუნების სურვილის შესახებ გამოაცხადა. მათი სამშობლოში დაბრუნება უფრო რთული, ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა პუტინმა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ კონცერტზე სცენაზე დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად გამოვიდა.
შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ