პრეზიდენტი – ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება – მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.
„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა