გია ვოლსკი – „ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს – არ იმსახურებს დამცირებას!

„ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს! არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ვეტინგის“ სისტემა არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას თავმოყვარეობა გააჩნია.
„ვეტინგს“ საქართველო არ იმსახურებს და არც ის სტრუქტურა იმსახურებს, რასაც სასამართლო და მართლმსაჯულება ჰქვია. არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი! მეორე საკითხია განხორციელდება თუ არა. არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას გააჩნია თავმოყვარეობა და განსაკუთრებით, თუკი ყველა საერთაშორისო დონეზე მართლმსაჯულების სისტემა იმ რეიტინგით ფასდება, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

კახა კალაძე – ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით