პუტინი ძალაუფლებით დაავადდა. მან მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ს რუსულ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს, ხოლო დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს.
„მსოფლიოში ყველა მიხვდა, რომ ეს მოღვაწე, როგორც ეს ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მართავდეს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით. მსოფლიოში არავინ არის, ვინც ამისგან დაცული იქნება. მას [პუტინს]მხოლოდ ერთი რამის -სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ იმიტაციაში ლეგიტიმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამ პოლიტიკოსმა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს მოღვაწეობა. ეს არის ის, რაც უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ყველამ, ვინც მსოფლიოში, სიცოცხლეს და პატიოსნებას პატივს სცემს.“, – განაცხადა 17 მარტის საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს, 21:00 საათზე დასრულდა.
ბიულეტენების 24% ზე მეტი დამუშავების შედეგების მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 88% მოიპოვა.

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, რუსეთის სამდღიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს. კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრმა ნიკოლაი ხარიტონოვმა მიიღო ხმების 4.6 პროცენტი, ვლადისლავ დავანკოვმა, პარტია „ახალი ხალხის“ წევრმა-4.2 %-ი და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ-3 %-ი.
ოფიციალური გამარჯვების შემდეგ, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით, 2030 წლამდე გახდება. 2030 წელს მას კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების ფონზე.
დაწერეთ კომენტარი