გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი – მინდა, დავეხმარო გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაში – რას ველოდებით მეგობრებო?

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უკრაინის დახმარებაში, მაგრამ კარგი იქნება, რომ ბერლინმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყვიტოს.
„მინდა, დავეხმარო გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური აზრი აქვს მათ მარაგში ქონას ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს კონტინენტურ ევროპაში დიქტატორის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო დემოკრატიული ქვეყანა. რას ველოდებით მეგობრებო?“, – აღნიშნა შაპსმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიტანულ დელეგაციას განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერ სგან Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე კატეგორიული უარი მიიღო.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის გადაცემაზე უარის თქმის არაერთი მიზეზი დაასახელა, მათ შორის კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთთან ომში ჩათრევის შიში და უკრაინის მიერ რაკეტებით მოსკოვის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ