მედია – რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო ს მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ პროექტ „OVD-Info“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს.
უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა.
როგორც ადამიანის უფლებათა პროექტს ყაზანის მცხოვრებმა ალექსანდრე შირშოვმა განუცხადა, ის დააკავეს, რადგან საარჩევნო უბანზე 17 მარტს 12:00 საათზე მივიდა.
გამოცემა 7×7-ის ცნობით, ყაზანში დაკავებულები მალევე, პროტოკოლის გარეშე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. აქცია 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ს ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ