ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში.
ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
თვითმხილველთა თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.