მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს

მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ რეალისტური, „ჩვენი დღევანდელი ვითარებისა და რეფორმების სფეროში მიღწევების გათვალისწინებით“.
„ამას გარდა, მოდით გულწრფელები ვიყოთ: მოლდოვა პატარა ქვეყანაა. კი, სიმდიდრესთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ეს ფაქტია. მაგრამ ამ მიზანს მაინც რეალურად ვთვლი. მას რეალურად ვთვლით და იმაზე ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა პოპშოიმ.
მან აღნიშნა, რომ მოლდოვა ვერ შეძლებს ისეთ ქვეყნებთან კონკურენციას, რომლებმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ერთ ან ორ წელიწადში დაასრულა.
„თუმცა სრულიად შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში გამკლავება [მოლაპარაკებებთან], რათა 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გავხდეთ”, – განაცხადა პოპშოიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ