ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “გამარჯვებას” ულოცავს.
“მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი”. – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.