მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე – როდესაც საკმარისი არგუმენტები არ არსებობს იმაზე, რატომ ხსნიან წითელ ცირკულარს დამნაშავეს, რომელსაც ბრალი აქვს დადასტურებული, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება

თუ გნებავთ, დამაბრალეთ, რომ შეთქმულების თეორიაში ვარ ჩართული, მაგრამ როდესაც საკმარისი არგუმენტები არ არსებობს იმაზე, რატომ ხსნიან წითელ ცირკულარს დამნაშავეს, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 90% ზურაბ ადეიშვილს „სადისტური სისტემის“ შემქმნელად აღიქვამს და თუ საქართველოს მთავრობა ევროპულ სახელმწიფოებს მისი თავისუფლების გამო უსაყვედურებს, ეს ანტიდასავლური ქმედება არ არის.
„რატომ ესხმით თავს დასავლეთს? – ასე მეკითხებიან ხოლმე. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ მეგობრებს პირში სიმართლეს ვეუბნებით, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობაა? თუ ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 90% სადისტური სისტემის შემქმნელად აღიქვამს, თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს ანტიდასავლურობაა?
ჩვენ რომ „გლობალური ომის“ პარტიას ვახსენებთ, ეს არ არის მთლად გამოგონილი. ჩვენ მათ ეს სახელი შევარქვით, მაგრამ ჰაერიდან მოტანილი და გამოგონილი ამბავი არ არის. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზეც კი იმოქმედეს. ფაქტია, რომ სა და მოლდოვასთან შედარებით, ჩვენ ყველა კრიტერიუმით წინ ვიყავით. ყველა განცხადება სპეკულაციურია, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ ვართ. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ევროკავშირზე ჰქონდეს საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ ევროკავშირმა ქვეყანას, რომელიც კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, კანდიდატის სტატუსი არ მისცეს. თუ ამხელა გავლენის ძალა არსებობს, ჩვენ მას ვერ დავარწმუნებთ, რომ ადეიშვილის თავისუფლად გადაადგილება პრობლემაა.
თუ გნებავთ, დამაბრალეთ, რომ შეთქმულების თეორიაში ვარ ჩართული, მაგრამ როდესაც საკმარისი არგუმენტები არ არსებობს იმაზე, რატომ ხსნიან წითელ ცირკულარს დამნაშავეს, რომელსაც ბრალი აქვს დადასტურებული, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება, მათი დარწმუნება აღარაა ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა