– საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით]“.
„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და მკაფიოდ ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირს დემოკრატიით დავუახლოვდეთ. მგონი, ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”