„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე – ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

ვახტანგ კაჭარავა, „ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კავკასიის შემდეგ ჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც.
ამასთანავე, „თეგეტას“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ ბიზნესს გლობალურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის განვითარების პროცესში.
ეს მიდგომა მნიშვნელოვანია იმ მსოფლიო ბრენდებისთვისაც, რომლებთანაც „“ თანამშრომლობს. საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერია, მათთვის ერთგვარ პლატფორმად ვაქციეთ“.
უზბეკეთიდან დაიწყო გეოგრაფიული არეალის გაფართოება „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Europcar Georgia-მაც. ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან – უზბეკეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები უზბეკეთში. Europcar საწყის ეტაპზე რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
უზბეკეთს უკვე წლებია პრემიუმ კლასის ავტომობილებით ამარაგებს „ვოლვო ქარ კავკასია“. ის შვედური ბრენდის ოფიციალური იმპორტიორია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუმცა კომპანიის გაფართოება ამით არ სრულდება. მალე VOLVO ყაზახეთშიც გამოჩნდება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და სერვისის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომსახურება მოიცავს NEW CAR SALES + სერვისის დანერგვას, შესაბამისად, უზბეკეთში მომხმარებელს VOLVO-ს სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა“ მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს. მინდა აღვნიშნო Volvo Retail Experience-ის – „ვოლვო ქარ საქართველოს“ სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი. ის პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. მსგავსი ცენტრების გახსნას „ვოლვო ქარ კავკასია“, რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს. კომპანია აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს. ჩამონათვალს უკვე შეემატა ყაზახეთი.
საერთაშორისო ბაზრებზე განვითარება–გაფართოებაზე ჰოლდინგის შემადგენლებაში არსებული ყველა კომპანია მუშაობს. რესურსი დიდია – „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის არეალი მრავალფეროვანია. კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებითაც. „თეგეტას“ განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით უკვე სარგებლობს ს მილიონზე მეტი მოსახლე. MAN-ის ბრენდის ავტობუსები „თეგეტამ“ ქალაქს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა. სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება. ქართული კომპანია, გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, თავად MAN კი უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულ ავტობუსებს აწარმოებს. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.
„თეგეტამ“ სომხეთი არამხოლოდ ავტობუსებით მოამარაგა. „თეგეტა აკადემიამ“ MAN-ის ადგილობრივი მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის ტრენინგებიც ჩაატარა.
კომპანიას წინ დიდი გეგმები აქვს. მათ შორის აღსანიშნავია რეგიონული ჰაბის კონცეფცია, რომელზეც მუშობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება “თეგეტას” კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოემსახურება.
ჰოლდინგმა 28-წლიანი ისტორიის გზაზე არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ასევე დაგაინტერესებთ