მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ – პუტინი

მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ – პუტინი
ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, კრემლი მზად არის სთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს. ამის შესახებ პუტინი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
“მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა”. – თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, შესაძლო მოლაპარაკებები არ იქნება პაუზა ს ხელახლა შეიარაღებისთვის, არამედ იქნება სერიოზული საუბარი მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე.
გარდა ამისა, როგორც ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ.
“უფრო ჭკვიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ საჭიროა რუსეთთან სტრატეგიის შეცვლა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეები მოლაპარაკებების პროცესის განახლების, ამ კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნის შესახებ. მათ ახლა ცხვირი კოკაინში აქვთ, არა? თუმცა, არაუშავს [მოლაპარაკებები] ასეთებთან უფრო მარტივია, ჭკვიანებთან კი უფრო რთულია. ისინი საშიშები არიან, რადგან საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებაზეც”. – თქვა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა