„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს. ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.
„პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი უნიკალური ფორმულა კოფეინსა და ტაურინთან ერთად შეიცავს მრავალ ვიტამინს (B2, B5, B6 B12). „ეფეს საქართველოს“ მიზანია „პიკი“ გახდეს ბაზრის ლიდერი ბრენდი საქართველოში და დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში ახლო მომავალში.
„იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა გამორჩეული ენერგეტიკული სასმელი, ჩვენ 1 წლის განმავლობაში მასშტაბური მარკეტინგული კვლევები ჩავატარეთ. საერთო ჯამში კვლევებში 2000-მდე მიზნობრივი მომხმარებელი მონაწილეობდა.
პროდუქტის განვითარებისთვის დეტალურად შევისწავლეთ მომხმარებელთა სურვილები გემოს, ინგრედიენტებისა და ფუნქციონალურობის შესახებ და „პიკის“ საბოლოო ფორმულა რეალურ გამოხმაურებებზე დაყრდნობით შევქმენით. შედეგად, „პიკი“ აკმაყოფილებს ჩვენი მრავალფეროვანი აუდიტორიის საჭიროებებს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ იდეალურად დაბალანსებული გემო.
პროდუქტის განვითარების კვლევების გარდა, ჩვენ ბრენდის სახელზე და შეფუთვის დიზაინზეც გამოვიკვლიეთ მომხმარებელთა სურვილები. შესაბამისად, გამარჯვებული სახელი და დიზაინი ავირჩიეთ ახალი პროდუქტისთვის.
ბრენდის სახელი „პიკი“ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კონცეფციის კუთხით. ზოგადად სიტყვა „პიკი“ ყველასთვის ასოცირდება კულმინაციასთან, რომელიც მიიღწევა გარკვეული პროცესის გავლის შემდეგ, გარკვეულ უმაღლეს წერტილზე მისვლით. თუმცა იმისათვის რომ ამ კულმინაციამდე მივიდეთ, პირველ რიგში, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რისთვისაც გვჭირდება ერთგვარი მუხტი. ამიტომ ბრენდი „პიკი“ ერთგვარი სტარტერია ყველა საქმის წინ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის და კამპანიის სლოგანი: „პიკი დასაწყისია,“- აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.
https://www.facebook.com/61557059578483/videos/280789898386293
(R)