ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ვილნიუსში მომხდარი თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს.
ს პრესმდივანმა, კირა იარმიშმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამშაბათს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის წინ თავს დაესხნენ.
„ჩვენ ვიმუშავებთ და არ დავნებდებით. ფეხი კარგად არის, სიარულის დროს მტკივა, თუმცა ხელი მოვიტეხე“, – განაცხადა ვოლკოვმა.
ლეონიდ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმისას ფეხში 15-ჯერ ჩაარტყეს.
43 წლის ვოლკოვი 2023 წლამდე ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი და მისი ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს