ვატიკანმა 12 მარტს განაცხადა, რომ მშვიდობისთვის “პირველ პირობას” წარმოადგენს რუსეთის მხრიდან “აგრესიის დასრულება” – ეს განცხადება მოჰყვა პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომ უკრაინამ “თეთრი დროშის გაბედულება უნდა გამოიჩინოს”, რამაც კრიტიკა გამოიწვია კიევსა და მის მოკავშირეებში.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა და პაპის უახლოესმა თანამშრომელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ეს განცხადება გააკეთა ყოველდღიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, 12 მარტს. “წმინდა საყდარი ამ გზას მიჰყვება და კვლავ ითხოვს ‘ცეცხლის შეწყვეტას’, და ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ”, – ამბობს პაროლინი.