ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (FTA) ევროკავშირის არაწევრ ოთხ ეროპულ ქვეყანასთან ხელი მოაწერა. EFTA შედგება ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისგან.
ინდოეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გარიგება ითვალისწინებს ინდოეთში $100 მილიარდის ინვესტიციას (77,8 მილიარდი ფუნტი).
„ეს ხელშეკრულება ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას ეკონომიკური პროგრესის გაღრმავებისა და ჩვენი ახალგაზრდობისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად. ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები EFTA-ს ქვეყნებთან “, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.
აღნიშნული შეთანმხება თითქმის 16 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ იქნა მიღწეული. ამ შეთანხმების თანახმად, ინდოეთი 15 წლის განმავლობაში, ინვესტიციების სანაცვლოდ, გააუქმებს სამრეწველო საქონელზე იმპორტის გადასახადებს აღნიშნულ ქვეყნებთან.
ინვესტიციები, სავარაუდოდ, განხორციელდება სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის ფარმაცევტულ, მანქანათმშენებლობასა და წარმოებაში.
„შეთანხმება აძლიერებს ბაზარზე წვდომას და ამარტივებს საბაჟო პროცედურებს, რაც აადვილებს ინდური და EFTA ბიზნესის გაფართოებას თავიანთი ოპერაციების შესაბამის ბაზრებზე“, – აღნიშნულიa EFTA-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდოეთმა ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებებს ავსტრალიასთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.
