კამალა ჰარისი – მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვავოთ – ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს

მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვაოთ, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„იმ საშინელების შესახებ, რაც მოხდა, უამრავი გრძნობა არსებობს. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ახალგაზრდები, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, ქალებზე საშინლად იძალადეს, გაუპატიურება ომის იარაღად გამოიყენეს და შემდეგ ხედავთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის თვალსაზრისით, ის საშინელი სურათები, რომელსაც ვხედავთ – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისრაელის მთავრობა ისრაელის მოსახლეობისგან განვასხვაოთ, ან არ გავაიგივოთ.
ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს“, – აღნიშნა -ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო