მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) სტარტაპებისთვის კონკურსს აცხადებს.
ICMPD-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ბელგიის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “საქართველოს და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK).
პროექტი მიზნად ისახავს ბელგიას და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას წარმატებულ მეწარმეთა დროებითი მობილობის სქემის შემუშავებით და პილოტირებით. დროებითი მობილობის სქემა, რეგულირებული მობილობის წახალისების გზით უზრუნველყოფს ბიზნეს სფეროში მოღვაწე პირების ახალ ბაზრებზე და კომერციულ შესაძლებლობებზე წვდომის ზრდას. შედეგად, ინიციატივა ხელს უწყობს საქართველოს და ბელგიას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და მიგრაციის მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებას. ყოველივე ეს ამავე დროს მოიაზრებს კერძო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მოტივაციის ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბელგიას და საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კვლევა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების გამოვლენა. მეორე ეტაპზე კი კონკურსის შედეგად გამოვლენილი სტარტაპების ჩაყვანა ბელგიაში სასარგებლო კონტაქტების დამყარების მიზნით, ადგილზე სტარტაპ ეკოსისტემის და აქსელერაციის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით და აქსელერაციის გრანტებზე წვდომის ზრდის მიზნით”, – ნათქვამია ICMPD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
