ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მილანის ინტერისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრა ინტერის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. ორივე გოლის ავტორი ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუა.
მატჩი ევროპაბეთის ორგანიზებით, Sports Orient-თან პარტნიორობით, ახალი პროექტის, Legend Series-ის ფარგლებში გაიმართა.
მატჩში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის არიან: ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ვესლი სნეიდერი, დიეგო მილიტო, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია და სხვები.