ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა.
ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. ახალი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პარალელურად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მან გარემონტებული ყაზარმები, განახლებული სასადილოს შენობა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი დაათვალიერა.
ირაკლი ჩიქოვანი კოპიტნარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ყაზარმის სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო.
დასავლეთის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან – გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება