არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადება იგეგმება

საქართველოს პარლამენტი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებას განიხილავს.
რეგულაციის ამოქმედებას კვლავ აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობა აფერხებს.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას და შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, როდესაც რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, ბაზარზე არ იარსებებენ სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.
კანონის პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატების არიან, რომლებიც მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. გადავადების შემთხვევაში, 2025 წლის 1 დეკემბრამდე დარჩება ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დროებითი წესი.

ასევე დაგაინტერესებთ