ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა – გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მავნებლურია.
„ფაქტია, იმავე პოზიციასა და პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია, იგივე რევოლუციური კომიტეტი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და შესანიშნავად იცის, რომ არ შეიძლება -ს თავმჯდომარე და მოადგილე პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. მან შესანიშნავად იცის ისიც, რომ გიორგი კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. ისიც იცის, რომ არასამთავრობოებმა საბოტაჟი გამოუცხადეს, როდესაც შესარჩევი კომისია მუშაობდა. მისთვის ყველაფერი ნათელია, აქედან გამომდინარე, გამართლება არ აქვს კანონპროექტზე ვეტოს დადებას იმ მიზნით, რომ მოგვიწოდებს, რადიკალურ ოპოზიციასთან შევთანხმდეთ, რომელსაც აბსოლუტურად სხვა იდეა ამოძრავებს.
მოქმედი კანონმდებლობით, მათ გარეშე ცესკო-ში ვერავინ იქნება არჩეული და გამოდის, ცესკო საბოტაჟით განთქმულ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა გადავაბაროთ. პრეზიდენტი ამას უჭერს მხარს. ეს მისი პირადი საკითხია, არ ვიცი, პოლიტიკური დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვეტო მავნებლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი