თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რაც მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ