ლილე ლიპარტელიანი – გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ

გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.
როგორც ლილე ლიპარტელიანმა აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სუს-ის მითითებებს ასრულებს.
„გიორგი კალანდარიშვილი თუ თვითონ თვლის, რომ მართალია, არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერა და ისეთი პრესკონფერენციების ჩატარება, როგორიც მ ჩაატარა, მაგრამ ის პირდაპირ მიბმულია მმართველ პარტიასთან, აჟღერებს იმას, რაც მმართველ პარტიას უნდა. იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ის რაც ჩვენი დემოკრატიისათვის არის მნიშვნელოვანი, უკვე წლებია, გიორგი კალანდარიშვილი სუს-ის მითითებებს ასრულებს. ასევე, მის დისკრედიტაციას ჩვენ კი არ ვახდენთ, თავად ახდენს, როდესაც მმართველი პარტიის ტელევიზიაში ჯდება და იმ ზღაპრებს ჰყვება, რასაც ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.