პროექტი “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” დაიწყო – რას გეგმავს CENN-ი კამპანიის ფარგლებში?

სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამის მიუხედავად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში პლასტიკატის წარმოება და იმპორტი 71%-ით გაიზარდა, რაც გარემოს დაბინძურებაზე პირდაპირ აისახება. განსაკუთრებული ზრდა ერთჯერადი მოხმარების პლასტიკატის პროდუქციის წარმოებასა და იმპორტში დაფიქსირდა. ამ პროდუქციის, დაახლოებით, 93% ნარჩენად იქცევა, რომლებიც შემდგომ სანაპირო ზოლებსა და უკანონო ნაგავსაყრელებზე ხვდება.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტს – “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” – ახორციელებს.
პროექტი ერთწლიანი ინიციატივაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი კი საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. სწორედ ამიტომ, CENN კერძო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-კურსებსა და კამპანიებს დაგეგმავს, რითაც ცირკულარული მიდგომების დანერგვას და ამ მიმართულებით ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ერთი წლის განმავლობაში, პროექტი აქტიურ რეჟიმში იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. სამიზნე სექტორი კი შემდეგ სფეროებს მოიცავს: