მდინარაძე: უტრირებულად რომ ვთქვათ, ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგა

უნდა შევძლოთ გამოვნახოთ ძალა, ერთი მხრივ, უფლებების დაცვის კონტექსტში არა თუ რაიმე რისკი გავაჩინოთ – ეს რისკები არსებობს, შარშანაც ვილაპარაკე, რომ რისკია, ეს სწორი მესიჯი რადიკალურმა ძალებმა ცუდად – არამედ, უფლებების დაცვის ხარისხი უნდა გავზარდოთ, ცაში უნდა ავიტანოთ. არც ერთ ადამიანს, ნებისმიერი არატრადიციული და განსხვავებული წარმოდგენების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. მეორე მხრივ, ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ეს დამანგრეველია ჩვენი მომავლისთვის […]
გასაოცარია ამბავია, ოპოზიციიდან ყველა დადგა პროპაგანდის მხარეს – წინასწარ ვაზედმეტებ და უტრირებას ვაკეთებ. კიდევ 1 კვირა გავა და ამას უტრირების გარეშე ვიტყვით. ყველა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგნენ იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს ჩვენთვის არ მოუმართავს და არ უთქვამს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და იქნებ, რისკის ქვეშ რომ არ დადგეს, მაგალითად, უფლებების საკითხი, ასე და ასე დავარეგულიროთო.
თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ახალ რუსულ კანონზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ.
29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.