მგზავრებს შორის ჩხუბის გამო, მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია Wizzair-ის მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მგზავრებს შორის მომხდარი ჩხუბი გახდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კონფლიქტი საქართველოსა და ს მოქალაქეებს შორის დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
„ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.