სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 29 თებერვალს მიიღო, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა. სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის/საკეისრო კვეთის ხარჯებს 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.