ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ თვითმფრინავის დაჯდომის ადგილის ცვლილება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.
რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალებისთვის აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი