სოფლის მეურნეობისთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდი დგება. გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა ხეხილს, ვენახს, თუ სხვა ნარგავებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ფერმერები რესურსების მობილიზებას იწყებენ, მოსავლიანობის ზრდასა და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ფინანსური მხარდაჭერა ასრულებს.
სწორედ ამიტომაც, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს აგრო ბიზნესს და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორისაა აგროკრედიტი, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის განსაკუთრებულ პირობებს ითვალისწინებს, მაგალითად, საშეღავათო პერიოდს, გადახდის მოქნილ გრაფიკს და სხვა უპირატესობებს.
ამ ბლოგში კი მეტ ყურადღებას შეღავათიან აგროკრედიტზე გავამახვილებთ – სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მომხმარებლებს სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სთავაზობს და რომელშიც საქართველოს ბანკიც მონაწილეობს.
რა არის შეღავათიანი აგროკრედიტი?
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სესხის პროცენტზე სუბსიდიის მიღებას სთავაზობს და ამ გზით იაფ ფინანსურ რესურსებზე აძლევს წვდომას. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის მიზანია, მეტი ადამიანი ჩაერთოს აგრობიზნესში ან/და განავითაროს არსებული საქმიანობა.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი კი ქმნის სხვადასხვა მიზნობრიობის აგროკრედიტს, რომელზეც სახელმწიფო პროგრამის პირობებიც ვრცელდება. მათ შორისაა აგროკრედიტები მრავალწლიანი კულტურების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, საბრუნავი საშუალებების თუ სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად.
მრავალწლიანი კულტურების დაფინანსება
ეს საქართველოს ბანკის ერთ-ერთი საკრედიტო პროდუქტია, რომელზეც არაერთი შეღავათი ვრცელდება. იმის გამო, რომ აგრობიზნესი, რომელსაც მრავალწლიანი კულტურები მოჰყავს, შემოსავალს რამდენიმე წლის შემდეგ იღებს, ბანკი მას მოქნილ გრაფიკს სთავაზობს: სესხის გადახდა მოსავლის აღების შემდეგ იწყება, სესხის ძირზე მოქმედებს 36-დან 48 თვემდე საშეღავათო პერიოდი, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიით 66 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთიდან 11% იფარება.
მეტი დეტალoსთვის გადადით ბმულზე.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება
თანამედროვე აგრობიზნესი წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. ტექნიკის შეძენა კი ხშირად სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების, მისაბმელი საშუალებების შესაძენად სპეციალურ აგროკრედიტს სთავაზობს, რომელზეც 48 თვის განმავლობაში ვრცელდება სახელმწიფოს სუბსიდია, საპროცენტო განაკვეთიდან 8%-ის დაფინანსებით.
მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
იონჯის მეურნეობის თანადაფინანსება
საქართველოს ბანკი სპეციალიზებულ აგროკრედიტს სთავაზობს იმ ფერმერებსაც, რომლებიც მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის, იონჯის დათესვას აპირებენ. სახელმწიფო სუბსიდია ამ აგროკრედიტზეც ვრცელდება და იგი 48 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთიდან 11%-ის დაფარვას გულისხმობს.
აგროკრედიტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.
მარნების დაფინანსება აგროტურიზმის განვითარებისთვის
საქართველოში აგროტურიზმის გაძლიერებაში მარნების განვითარებას განსაკუთრებული როლი უჭირავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მეღვინე-მევენახეებს სპეციალურ აგროკრედიტს სთავაზობს. მასზე ვრცელდება სახელმწიფო სუბსიდია, რომელიც 48 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთიდან 11%-ის დაფარვას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარნების დაფინანსებისთვის განკუთვნილი აგროკრედიტით სარგებლობის შემთხვევაში პროდუქტი 12-თვიან საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს როგორც ძირ თანხაზე, ასევე საპროცენტო განაკვეთზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ყველა ტიპის აგროკრედიტზე მოქმედებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.25%-დან.
მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.
საქართველოს ბანკი აგრძელებს სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა და აგრობიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. ასევე, იგი აგრძელებს იმ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომლებიც აგრობიზნესსა და მეწარმეების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.