საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში, 800, 400 და 200 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, 3 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 800 და 400 მეტრზე მან მსოფლიოს ახალი რეკორდი, ხოლო 200 მეტრზე ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.
ირაკლიმ პირველი 2 მედალი ოჯახის წევრებს, ხოლო მესამე ოქროს მედალი მეგობრებსა და გულშემატკივარს მიუძღვნა.
„მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ოქროს მედალი ეძღვნება ჩემს მეგობრებს და გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის ენერგიას და მოტივაციას მაძლევს“, – წერს ირაკლი რევიშილი
შეგახსენებთ, რომ ირაკლის ეკუთვნის მოკლე წყალზე(25 მეტრიანი აუზი) მსოფლიოს რეკორდები 400-800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ევროპის რეკორდი, ამავე სტილით, 200-მეტრიან დისტანციაზე.