ვაშინგტონის პრაიმერიზში დამარცხებაზე – ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით – ჰეილი „ლუზერია“, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა

-ის ყოფილი პრეზიდენტი კოლუმბიის ოლქს „ჭაობს” უწოდებს მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ იქ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზი მოიგო.
„მიზანმიმართულად თავი შორს დავიჭირე ვაშინგტონის კენჭისყრისგან, რადგან ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით. Birdbrain-მა (მეტსახელი, რომლითაც ტრამპი ჰეილის მოიხსენიებს) მთელი თავისი დრო, ფული და ძალისხმევა იქ დახარჯა. შაბათ-კვირას მოვიგეთ მისური, აიდაჰო და მიჩიგანი – ძალიან სუსტი მოწინააღმდეგის სრული განადგურება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
-ის ყოფილმა პრეზიდენტი პირობას დებს, რომ 5 მარტს, როდესაც შიდაპარტიული არჩევნები 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართება, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს.
„Birdbrain-ი ლუზერია, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა. მსიამოვნებს იმის ყურება, რომ „ჩიტი“ არ ასრულებს თავის დაპირებას, რომ არასოდეს დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტ ტრამპს („დიდ პრეზიდენტს“). დაუპირისპირდა, მოიტყუა და წააგო!“ – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი