ოლაფ შოლცი: პუტინთან საუბარს ვაპირებ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

„მასთან [პუტინთან] საუბარს ვაპირებ“, – განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ.

„მან უნდა გაიყვანოს ჯარები. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ ეს მოხდება. პუტინმა არ უნდა მიაღწიოს მიზანს“, – განაცხადა კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან