გიორგი მამაცაშვილი: ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დონის ქველმოქმედია

მედიაჰლდინგ „რეპორტიორის” გენერალური დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს LE MONDE-სთან ინტერვიუში ს ოლიგარქად მოხსენიების გამო და მის ამ ქმედებას უმადურობას უწოდებს, ივანიშვილს კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დონის ქველმოქმედად მოიხსენიებს.

„ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიაო,- ბრძანა სალომე ზურაბიშვილმა. შემეცოდა. სალომე შემეცოდა. უმადურობა და უმადურობასთან ერთად სიბრმავე ძალიან ცუდია.

ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, „ნაციონალურ-მოღალატეობრივი“ სამჭედლოს „პოლიტიკურ კუბოზე“ უკანასკნელი ლურსმნის დამჭედებელი და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დონის ქველმოქმედია. ამას ვინც ვერ ხედავს, ბრმაა! ვისაც ამის დანახვა არ უნდა, – „პოლიტიკური გარეწარი!“ ესაა ერთადერთი სიმართლე!

სხვათაშორის, ამავეს ფიქრობდნენ ისინიც, ვისაც წლების წინ სწორედ ივანიშვილის სიახლოვეს ყოფნით გაჰქონდა თავიც და თავ-ყბაც. ბევრი მათგანი ახლა თემურ ალასანიას ყმა-ყოფაზეა და მისი ყმობით ამაყობს. უფრო ადრე, ზოგი მათგანი ბადრი პატარკაციშვილის კარზე იყო რჩეულ მასხარად ქცეული. ხალხს ყველაფერი ახსოვს.

“ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან!” – გამახსენდა წლების წინ სააკაშვილის მიმართ სალომეს მიერვე ნათქვამი ფრაზა.
არადა, ახლაც ასეა. ქაჯები მიდიან. სალომეც მიდის. წასვლისას, შესაძლოა, კუდიც მოიქნიოს და ნაციონალური ჰარამხანის ბელადიც შეიწყალოს, მაგრამ რაც მოიგოს, არავის გაუყოს.

ისე, არც ის გამიკვირდება, „ჰარამხანის უსტაბაში“ მშვიდობის დარგში და დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიითაც დააჯილდოვონ.

“შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო” სახეზეა. სადაც ადეიშვილის კარის პროკურორი, მედიის გამხრწნელი და სააკაშვილის რეჟიმის დროს პრესის დასამარების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან სიცოცხლის რისკის გამო, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს იღებს, რაღა უნდა გამიკვირდეს. სიცოცხლის რისკი 2011 წლის 26 მაისს იყო, თუ იყო, როდესაც ჩვენთვის რეზინის ტყვიები არ დაენანათ მერაბიშვილისა და ახალაიების ხელისბიჭებს და ბევრ მათგანს წლები დაგვჭირდა იმ ჯოჯოხეთური ღამის დროს მოყენებული იარების მოსაშუშებლად.

სიცოცხლის რისკი 2007 წლის 7 ნოემბერს იყო, თუ იყო, როდესაც ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძეს ლამის ზედ შედგნენ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მონები. როდესაც ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს პირდაპირი მუქარით აიძულებდნენ ეთერის გათიშვას. როდესაც ს ბრძანებით, პირდაპირ ღია ეთერში გააუქმეს ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა ტელეკომპანია “მზეზე”. როდესაც 2007 წლის 10 აგვისტოს, კონდახების რტყმით და კიბეებზე დაგორებით დააცლევინეს გამომცემლობა “სამშობლო” გაზეთ “ასავალ-დასავალისა” და სხვა რედაქციების ათასობით დამსახურებულ ჟურნალისტს.

აი, მაშინ იყო სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლა, თუ იყო, მაგრამ მაშინ ალბათ, ეძინათ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის უცხოელ ხელმძღვანელებს. ან, მათი ძილისა რა მიკვირს, როდესაც კოლეგა ჟურნალისტთაგან დღესაც ბევრს დაავიწყდა იმ ეპოქის “სიკეთეები” და ახლა, ამბრაზურასავით არიან გადაფარებულები საქართველოს მესამე და ყველაზე სისხლიან პრეზიდენტს. ჰოდა, აღარაფერი მიკვირს.

ხვალ არც ის გამიკვირდება, უმადური ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული სააკაშვილი ხალხთა სიყვარულისთვის და ტოლერანტული პოლიტიკისთვის ნობელის პრემიით რომ დააჯილდოვონ.
ბოლო-ბოლო, ორმოცდარვა მილიონის ქურდი უგულავა შეიწყალა ზურაბიშვილმა და ჰარამხანის სააკაშვილს აღარ დაინდობს?! არ მჯერა და მომკალით. ისე, ნაღდია რა. ქაჯები მიდიან. მართლა მიდიან. რადგან, ქაჯების ადგილი ქართველ საზოგადოებაში არ არის!

ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, „სამოკავშირეო ხელშეკრულება” გააფორმა „ხაბეიშვილის ცირკთან“. ჰოდა, სანახაობა ახლა გველის, თუ გველის… ეჰ, სალომე, სალომე…“, – დაწერა გიორგი მამაცაშვილმა სოციალურ ქსელში.