სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი.
ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…