ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – რომელიც არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა – დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიალს.
ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ.
დაკრძალვამდე ნავალნის ოჯახსა და ს შესაბამის უწყებებს შორის ორი კვირის განმავლობაში იყო დაპირისპირება – ოფიციალური უწყებები აყოვნებდნენ ცხედრის ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის გადაცემას და, გავრცელებული ცნობებით, აშანტაჟებდნენ დაკრძალვის კერძო ვითარებაში, “გამოთხოვების ცერემონიის გარეშე” ჩატარების მოთხოვნით.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, დაკრძალვაზე დაუკრეს მუსიკა ნავალნის საყვარელი ფილმის, Terminator 2-ის ფინალური სცენიდან და ფრენკ სინატრას სიმღერა My Way.
სოციალური მედიით გავრცელდა ფოტო, რომელიც ეკლესიაში, პანაშვიდზეა გადაღებული. ფოტოზე ჩანან გარდაცვლილის მშობლებიც.
დაკრძალვაზე მისული მოქალაქეების ნაწილმა კატაფალკთან მიახლოების მიზნით რკინის ღობე შეანგრია, თუმცა პოლიციასთან შეტაკებებზე ცნობები არ გავრცელებულა. მოქალაქეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “რუსეთი თავისუფალი იქნება”, “არა ომს”, “რუსეთი პუტინის გარეშე””, “ჩვენ არ დავივიწყებთ”, და “პუტინი მკვლელია”.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას