საქართველოში 60 საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, მათგან 150-ადგილიანზე მეტი მხოლოდ 7-ია

საქართველოში 60 საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, მათგან 150-ადგილიანზე მეტი მხოლოდ 7-ია
2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი (11.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 80.0 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20.0 პროცენტს – სატვირთო. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
სამგზავრო საჰაერო ხომალდების 79.2 პროცენტს 50-ზე ნაკლებ ადგილიანი ჰქონდა, 6.2 პროცენტს – 51-150 ადგილი, ხოლო 14.6 პროცენტი – 151-დან 250 ადგილიანი იყო.
2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.