დღეიდან, დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები იზრდება – რა ეღირება ბილეთები

1-ლი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:
მარტვილის კანიონი – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი
ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი
ოკაცეს კანიონი – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი
პრომეთეს მღვიმე – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად – 13 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვლად – 25 ლარი.
სათაფლია – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვლად – 10 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე – საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვლად – 12 ლარი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.