პაატა მანჯგალაძე: ცდილობენ, ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ მთავრობა

თანამდებობას ასე დატოვებენ ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, რომ მთავრობა ს კადრებისგან გაათავისუფლონ.

„ასე დატოვებენ [თანამდებობას] ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი. რაც შეეხება აზარაშვილს, მე არ ვიცი რატომ წავიდა ის, ჯერ რა გააკეთა ისიც არ ვიცი. უფრო მეტიც, წერილს მაინც დატოვებდა რატომ მიდის. ეს არის ზუსტად პრობლემა, რომ მინისტრები რატომ მიდიან და მოდიან არ ვიცით. პრობლემა არის უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრები რატომ მიდიან და მოდიან, ისიც არ ვიცით. ღარიბაშვილი თურმე ძალიან კარგი იყო, მაგრამ წავიდა. „ქართლი ოცნება” ამბობს, რომ მოვიდა ძალიან კარგი. არ ვიცით, რეალურად რის გამო გაუშვეს ღარიბაშვილი და რას გააკეთებს კობახიძე, უბრალოდ გაუგებარია. მხოლოდ ბიძინამ იცის რა ხდება.

რესპუბლიკურს რაც შეეხება, მოვიდა და იცით ექიმებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ და წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვან, განმსაზღვრელ ფენას და მათთან არჩევნების წინ კონფლიქტში შესვლა ჩაითვალა პრობლემად. არ მგონია, რომ აზარაშვილი ამას შეეწირა. ახლა ცდილობენ, რომ ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ მთავრობა. ეს ასე ხდება ყოველთვის. მართალია “ქართული ოცნება” იძახის, რომ კარგი ღარიბაშვილის წასვლა უკეთესი კობახიძის მოსვლამ გადაგვატანინაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი არის თამაში”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად