„ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ბაზრის სტაბილიზაციის ერთ-ერთი ღონისძიებაა“ – რუსეთის ვიცე-პრემიერი

ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების ექსპორტის აკრძალვა ბაზრის სტაბილიზაციის ერთ-ერთი ღონისძიებაა. ამის შესახებ ს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა.
„ამჟამად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელი მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ამ ღონისძიებამ უნდა გაზარდოს ეფექტურობა და პროდუქციის დამატებითი მოცულობის მიწოდება. კერძოდ, საავტომობილო საწვავით შიდა ბაზრის უზრუნველყოფა, რათა შენარჩუნებული იყოს ბალანსი“, – განაცხადა მან.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ თუ ბაზარი გაჯერდება და ნავთობის ჭარბი რაოდენობა იქნება, ექსპორტის აკრძალვა მოიხსნება. ამჟამად, ასეთი ღონისძიება „განპირობებულია მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსით“, დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC