ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; , გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, , ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, , დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, , , ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, , თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და .
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ, იანვარში, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და ს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე – საია-მ უთხრას მოქალაქეებს, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი სტრასბურგის სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება, ან შესაძლოა მიმართეს და უარიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით, რაც ასევე, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა