პესკოვი: სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე სასაცილოა

რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იდეა სასაცილოა , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს უცნაური ფორმატია, რადგან გარკვეული სამშვიდობო გეგმები ს მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად არასერიოზულია და სასაცილოც კი არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტის გეგმა მოგვიანებით შეიძლება რუსეთსაც გადაეცეს.

„შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ჩვენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოვიწვიოთ, სადაც მათ გეგმას იმ შემთხვევაში წარუდგენენ, თუ ის, ვინც იმ დროს აგრესორ ქვეყანას წარმოადგენს, მოინდომებს, რომ ომი რეალურად დაასრულოს და სამართლიან მშვიდობას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები