პაველ ჰერჩინსკი – დეოლიგარქიზაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის

დეოლიგარქიაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დეოლიგარქიზაცია 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ჩვენ დეოლიგარქიზაცია სისტემურად გვესმის, რაც ასევე ძალიან ნათლად განაცხადა ვენეციის კომისიამ. ეს ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გახდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მედეგს გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ და რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და იმედი გვაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მნიშვნელოვნად გაძლიერდება“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი და მისი რეკომენდაციების განხილვა სერიოზულად უნდა მოხდეს ყველა რეფორმასთან დაკავშირებით.
„ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი და ყოველთვის ვიმეორებთ, რომ უნდა მოხდეს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, მათი რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად უნდა განიხილებოდეს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება, როცა საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროზე, ისევე როგორც სხვა რეფორმებზე, რომელსაც საქართველო 9 ნაბიჯის შესრულების მიზნით ახორციელებს“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო