რა ბედი ეწევა წყალტუბოს – კერძო ინვესტორისგან გამოსყიდული ტერიტორია ამ დრომდე განხილვის საგანია. ჯერ კიდევ პრემიერი ღარიბაშვილი პირობას დებდა, რომ წყალტუბოში საკურორტო პოტენციალი განვითარებოდა და სათანადო საინვესტიციო გარემო შეიქმნებოდა.
რა გაკეთდა და რა არ შესრულდა? ამ კითხვით გამოცემა “ბი ემ ჯიმ” აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას მიმართა. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ 2021 წელს კერძო კომპანიისგან 6 აბანო 8 მილიარდ ლარად შეისყიდა, დღემდე არანაირი საჭირო სამუშაო არ ჩატარებულა, რადგან 6 აბანოდან მხოლოდ მეექვსე ფუნქციონირებს.
უწყების ცნობით, ამ დროის განმავლობაში ჩატარდა მხოლოდ თერმული წყლების შესწავლითი და რამდენიმე ფლიგელის ესთეტიკური მოწესრიგების სამუშაოები, რაც სპეციალისტებს უჩენს ეჭვებს, რომ ის პოტენციალი, რაც წყალტუბოს გააჩნია, ამ ხელისუფლების პირობებში დაკარგულია.
იკვეთება ერთი რამ, რომ პრაქტიკულად, სახელმწიფო აქტივებით ხდება მანიპულაცია. ანუ, გარკვეული ექსკლუზივები ენიჭება სხვადასხვა გავლენიან ჯგუფებს და მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება ინვესტირება, საქმის გაგრძელება და ა.შ.. სანამ სარფიან გარიგებას არ ნახავს სახელმწიფო, მანამდე წყალტუბო იქნება ასეთ მდგომარეობაში. არ ფუნქციონირებს და არანაირი პერსპექტივა არ აქვს ამ სახელმწიფოს ხელში”, – ამბობს ბადრი ნიაური.
უცნობია, ამჟამინდელი პრემიერის ხედვები ამ კუთხით.