ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისია ს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, აქამდე, 21 თებერვალს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისამდე არ იქნება მზად, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!