თბილისში იმართება მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად

„ირწმუნე უკრაინის!“ – ამ მოწოდებით ში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე.
აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაციაა.
„ომისა, რომელიც რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო ს ანექსიით. ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე“, – ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
· 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ მ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან ს მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკიდან და ლუჰანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე