მედია – 24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავლენ

24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ურსულა ფონ დერ ლაიენი და ალექსანდრ დე კროო შაბათს კიევში ჩავლენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც მეორე წელია რუსულ აგრესიას იგერიებს,” – განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, პარასკევს, 23 თებერვალს, ფონ დერ ლაიენი და დე კროო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!